Saturday, April 16, 2011

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:“დიდი ილია“
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):მოსწავლეები გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას, ჩაატარებენ კვლევებს, დაგეგმავენ ღონისძიებებს.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაიაზრებენ დიდი ილიას შემოქმედების მნიშვნელობას ქართული საზოგადოებისათვის.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ილიას ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, შეისწავლიან იმ ეპოქის პრობლემებს, რომელშიც მოღვაწეობდა იგი. მოაწყობენ სასწავლო ექსკურსიას საკითხის უკეთ შესასწავლად. შეძლებენ  ისტ-ის მიზნობრივად გამოყენებას.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტომასალა, ვიდეომასალა, კედლის გაზეთი, ღონისძიება.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): აქტივობაI:მოსწავლეებისათვის პროექტის შინაარსის გაცნობა, ჯგუფებად გადანაწილება (პირველ ჯგუფს დაევალა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის მოძიება-შესწავლა, მეორე ჯგუფს_ილიას ნაწარმოებების შესწავლა, მესამე ჯგუფს -სოციალურ -პოლიტიკური მდგომარეობის შესწავლა(ხანგრძლივობა ორი კვირა).
აქტივობა II: მოეწყობა სასწავლო ექსკურსია ყვარელსა და საგურამოში.
აქტივობაIII: მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ღონისძიების ჩატარება.
აქტივობაIV: მოპოვებული ფოტომასალით კედლის გაზეთის გამოშვება.
10.საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა,ისტორია, ისტ-ი.
11.პროექტის ხელმძღვანელი:თეა გიგოლაშვილი